
Amazon ინდოეთში სმარტფონის მომხმარებლებისთვის Prime Video-ს შეთავაზებას იწყებს, რომელიც $1.20 დოლარიანი სატელეფონო გეგმის ნაწილი იქნება.
ინდოეთში მობილური ინტერნეტის ფასები პლანეტაზე ყველაზე დაბალია და გასართობ პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. Media Asia Partners- ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ონლაინ-ვიდეო ბაზარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4,5 მილიარდ დოლარამდე გაფართოვდება. წლიური 26% -იანი ზრდით. ამ მონაცემების ფონზე, 1.3 მილიარდიანი ქვეყანა იქნება პირველი, სადაც Prime Video-ს დამოუკიდებელი გეგმა ხელმისაწვდომი იქნება Prime-ის წევრობის გარეშე.
ამასობაში, Amazon-ის კონკურენტები Netflix, Google, YouTube და Walt Disney ასევე ცდილობენ მსოფლიოს სიდიდით მეორე სმარტფონების ბაზარზე სტრიმინგის სერვისები გააძლიერონ და იგივე დემოგრაფიაზე გავიდნენ. Netflix– ს ინდოეთში ექსკლუზიურად მობილურის გეგმა აქვს, რომელიც 199 რუპია ღირს, ხოლო Disney + Hotstar 99 რუპიადან იწყება.
ინდოეთი Prime Video– სთვის ერთ – ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია, Amazon ღრმად ინვესტირდება ქვეყანაში, განაცხადა მობილური ბიზნესის განვითარების დირექტორმა სამერ ბატრამ, ”ჩვენ ახლა ვიწყებთ” -დასძინა მან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარისა რაი