LIVE

ეთერიუმმა ახალ რეკორდს მიაღწია

30 ოქტ 202116:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 898
ეთერიუმმა ახალ რეკორდს მიაღწია
Bloomberg

ეთერიუმმა, მეორე უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ, პარასკევს $4,400-იან რეკორდს მიაღწია. ფასის ზრდა მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული ბლოკჩეინის ქსელის ირგვლივ გაზრდილ პოზიტიურ განწყობას უკავშირდება.

ციფრულმა აქტივის ფასმა 4,8%-მდე მოიმატა და $4,459-ს მიაღწია, რაც მაისის $4,379-იან რეკორდს აჭარბებს. მონეტა ნიუ იორკში 14:41 საათისთვის დაახლოებით $4,387-ით ივაჭრებოდა. გაიზარდა სხვა მონეტების, მათ შორის Binance Coin-ის და Solana-ს ფასიც. CoinGecko.com-ის მონაცემებით, ეთერიუმის საბაზრო ღირებულება ახლა $520 მილიარდს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის პერფორმანსი მიმდინარე წელს ბევრად აღემატებოდა ბიტკოინის პერფორმანსს. საცალო ვაჭრობისა და ინსტიტუციური ინვესტორების გაზრდილი ინტერესის ფონზე, ეთერიუმის ფასი ექვსჯერ გაიზარდა.

ბიტკოინის ფასი მიმდინარე თვეში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდს $67,000-ს მიაღწია. ციფრული ვალუტის ზრდა ბიტკოინთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტს უკავშირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი