LIVE

მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლები 13 წლიან მაქსიმუმზეა

30 ოქტ 202118:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1036
მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლები 13 წლიან მაქსიმუმზეა
Bloomberg

დასავლური სამყაროს უმსხვილეს ნავთობკომპანიებს 2008 წლის კრიზისის შემდეგ სავარაუდოდ, ყველაზე მომგებიანი მესამე კვარტალი ჰქონდათ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ხუთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, დაწყებული Royal Dutch Shell-ით და TotalEnergies-ით, მესამე კვარტალში დაახლოებით $29 მილიარდის თავისუფალ ფულად ნაკადს დააფიქსირებს. ნედლ ნავთობზე ძლიერი მოთხოვნა, ბუნებრივ აირზე და ქიმიკატებზე ფასების ზრდა და გადამამუშავებელი ბიზნესის ზრდა ინდუსტრიისთვის, სავარაუდოდ, მთავარი მამოძრავებელი იქნება.

სასაქონლო ფასების ზრდის მიუხედავად, საჯარო ნავთობკომპანიების აღმასრულებლები მიმდინარე წელს დავალიანების გადახდაზე და აქციონერებისთვის ნაღდი ფულის დაბრუნებაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში სუსტი ფინანსური მაჩვენებლებისა და ენერგეტიკული ტრანზიციით გამოწვეული რისკების ფონზე.

ამასთან, ევროპასა და აზიაში ბუნებრივი აირის დეფიციტის ფონზე, წიაღირსეული საწვავის მოპოვების სტიმული იზრდება. აშშ და ინდოეთი OPEC+-ს ნავთობის წარმოების გაზრდას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, HSBC-ის თანახმად, აღმასრულებლები ფრთხილად უნდა იყვნენ აქციონერების ანაზღაურების მიმართ ზედმეტი ვალდებულების აღებაში, რადგან შესაძლოა, ნავთობკომპანიებისთვის კარგმა დრომ დიდხანს არ გასტანოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კევინ ქრაული და ლორა ჰარსტი