LIVE

ჯანმო: Covid-19-ს 80 000-დან 180 ათასამდე ჯანდაცვის მუშაკი ემსხვერპლა

22 ოქტ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 830
ჯანმო: Covid-19-ს 80 000-დან 180 ათასამდე ჯანდაცვის მუშაკი ემსხვერპლა

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მონაცემებით, Covid-19-ის შედეგად, სავარაუდოდ, 80,000-დან 180,000-მდე სამედიცინო მუშაკი დაიღუპა. მონაცემები იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. 

მსოფლიოში სულ ჯანდაცვის 135 მილიონი მუშაკი აღირიცხება. 119 ქვეყნის მონაცემების თანახმად, საშუალოდ ჯანდაცვის ყოველი ხუთი მუშაკიდან ორი სრულად ვაქცინირებულია.  

თუმცა ქვეყნებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი განსხვავებულია. მაგალითად, აფრიკაში 10-დან 1-ზე ნაკლებია ვაქცინირებულია, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში 10-დან 8 არის აცრილი.

დიდი სხვაობაა ზოგადი მოსახლობის ვაქცინაციის მაჩვენებლის მხრივაც. აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 5% არის აცრილი, სხვა კონტინენტებზე ეს რიცხვი 40%-ს აჭარბებს. 

ჯანმო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის თანაბარი განაწილების გარეშე, შესაძლოა, პანდემია კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს.