ვაქცინაციის დაწყებიდან, ინდოეთმა Covid-19-ის მილიარდზე მეტი აცრა ჩაატარა. 1.4-მილიარდიანმა ქვეყანამ ამ შედეგს თითქმის 10 თვეში მიაღწია. ინდოეთში პირველი აცრა 16 იანვარს დარეგისტრირდა.
ამ დროისთვის ინდოეთში სრულად აცრილია 291 მილიონი ადამიანი - 30% იმ მოსახლეობიდან, რომლებისთვისაც ვაქცინაცია დაშვებულია. 707 მილიონი კი მინიმუმ 1 დოზითაა აცრილი.
ინდოეთის მიზანია მიმდინარე წლის ბოლომდე მილიარდზე მეტი ადამიანი აცრას, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მიზნის მიღწევა არსებული ტემპით არარეალურია და ამისთვის იმუნიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
ამ მაჩვენებლით, ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი გახდა მე-2 ქვეყანა, სადაც აცრის რიცხვმა მილიარდს მიაღწია. ეს ნიშნული ჩინეთმა ივნისში გადალახა.
278 დღეში მილიარდიანი ნიშნულის მიღწევა ინდოეთისთვის საშუალოდ დღეში 3,6 მილიონი დოზის ადმინისტრირებას ნიშნავს. თუმცა, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ყოველთვიურად თანაბარი არ იყო.
მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, ინდოეთში ბავშვების Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ჯერჯერობით დაშვებული არ არის.
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 6.79 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ქეი