LIVE

ტრამპის სოციალურ ქსელს TRUTH ერქმევა

21 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 971
ტრამპის სოციალურ ქსელს TRUTH ერქმევა
Bloomberg

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სოციალური მედიის კომპანიის შექმნა დააანონსა. ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა გარიგების შესახებ, რომელიც მას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს სოციალურ მედიაზე წვდომა, მას შემდეგ, რაც Twitter-მა და Facebook-მა მათ სერვისებზე წვდომა შეუზღუდეს.

განცხადების მიხედვით, კომპანიის სახელი Truth Social-ი იქნება. ყოფილი პრეზიდენტის ახალი პროექტი 2022 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, Truth Social-ი 2022 წლის შუალედური არჩევნების წინ დაიწყებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის კომპანიის შექმნის მისწრაფებების შესახებ ტრამპი დიდი ხანია აცხადებს. თუმცა ჯერჯერობით მისი არცერთი  გეგმა არ განხორციელებულა.

2022 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი სოციალური ქსელის გარდა, კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებელს ასევე შესთავაზებს გამოწერით ვიდეო სერვისსაც.

ტრამპის ანგარიშები სოციალური მედიის მსხვილმა კომპანიებმა 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს მხარდამჭერების წახალისების გამო დაბლოკეს. Twitter-მა ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა, ხოლო Facebook-ი 2023-ში განიხილავს მის აღდგენას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ჯეიკობსი და მარკ ნიქეტი