LIVE

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები განათავსა

20 ოქტ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1518
გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (MDB) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. "გალტ & თაგარტის" ინფორმაციით, 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე.

ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების ემისიაა, რომელსაც "გალტ & თაგარტი" ხელმძღვანელობდა.

"გალტ & თაგარტის" შეფასებით, ტრანზაქცია წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს არამხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, არამედ ის ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის საქართველოში ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ჩემთვის სასიამოვნოა აღვნიშნო "გალტ & თაგარტის" როლი ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. ეს გახლავთ რიგით მეორე ემისია, რომელშიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი (TIBR) გამოყენებულია, როგორც ინდექსი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი TIBR- ის საიმედო ინდექსად გადაქცევისაკენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლარის ფულისა და კაპიტალის ბაზრის ლარში განვითარებისთვის. "გალტ & თაგარტი" გახდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის ბონდების განთავსებისა და უზრუნველყოფის მომსახურების მთავარი მიმწოდებელი. ამას მოწმობს EBRD–თან ჩვენი პარტნიორობა. საქართველოში მის ოთხივე ემისიას სწორედ "გალტ & თაგარტი" ხელმძღვანელობდა“,- განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.