
აშშ-ის ჩარტებში 25-დღიანი ლიდერობის შემდეგ, Squid Game-მა პირველი ადგილი დატოვა. FlixPatrol-ის მონაცემებით, Netflix-ის სამხრეთ კორეული ჰიტი ჩაანაცვლა ამერიკულმა ტრილერმა, სახელწოდებით You, სადაც მთავარ როლს Gossip Girl-ის მსახიობი პენ ბედგლი ასრულებს.
ფილმი პირველად 2018 წელს გამოვიდა და ის წიგნის მომხიბლავი გამყიდველისა და სერიული მკვლელის შესახებ მოგვითხრობს. ამჟამად ლიდერობა ფილმის მესამე სეზონმა მოიპოვა.
Squid Game-ში აღწერილია დიდი ოდენობით ვალის მქონე კორეელების ჯგუფის მონაწილეობა სასიკვდილო კონკურსში ფულადი ჯილდოს მისაღებად.
შოუ ამერიკელი მწერლის, კეროლაინ კეპნესის წიგნებს ეფუძნება. ის Netflix-ის ყველაზე დიდი სერიალია და ამავე დროს, პლატფორმის ყველაზე ყურებადი შოუა. 17 სექტემბერს გამოქვეყნების შემდეგ მას 111 მილიონი ნახვა აქვს.
Bloomberg News-ის მიხედვით, Netflix-ი ვარაუდობს, რომ Squid Game თითქმის $900 მილიონს გამოიმუშავებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შირლი ჟაო