LIVE

ბენქსის დაზიანებული ნახატი რეკორდულ $25,4 მილიონად გაიყიდა

15 ოქტ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1091
ბენქსის დაზიანებული ნახატი რეკორდულ $25,4 მილიონად გაიყიდა
Jack Taylor/Getty Images

ბენქსის დანაწევრებული ნახატი ლონდონში, Sotheby-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ეს მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

ნაშრომი, "გოგონა ბუშტით", 2018 წლის ოქტომბერში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ის  ავტორის მიერ განადგურდა Sotheby's-ში $1.2 მილიონად გაყიდვის შემდეგ. მხატვარმა თქვა, რომ ეს იყო “ხუმრობა”, ხოლო აუქციონის სახლმა უარყო ყოველგვარი თანამონაწილეობა ტრიუკში.

ხელოვნების ნიმუშს შემდგომში ეწოდა Love Is in Bin და სწრაფად იქცა “კულტურულ ფენომენად”, ამბობს ემა ბეიკერი, Sotheby's-ის თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი.

“თქვენ გინახავთ ის მაისურებზე, საპროტესტო პლაკატებზე და პოლიტიკურ მულტფილმებზე, ხოლო McDonalds და IKEA იყენებდნენ მას, როგორც საფუძველს რამდენიმე რეკლამისთვის”,- ამბობს ბეიკერი.

ბენქსის ბაზარი მკვეთრ აღმავლობაშია. ანონიმური მხატვრის აუქციონის რეკორდი წელს თითქმის გაორმაგდა, როდესაც ტილოზე გამოსახული ბავშვი, რომელიც თამაშობდა მედდა სუპერგმირ თოჯინას, $23 მილიონად გაიყიდა Christie’s აუქციონზე. 

ბენქსიმ რეკორდი 2019 წლის ოქტომბერშიც დაამყარა, როცა ზეთით შესრულებული ნახატის “გადატანილი პარლამენტი”, რომელზეც გამოსახულია შიმპანზეებით დასახლებული ბრიტანეთის თემთა პალატა, აუქციონზე $12.2 მილიონად გაიყიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ტარმი