LIVE

აშშ ბიტკოინის მოპოვების მსოფლიო ეპიცენტრი გახდა

13 ოქტ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1510
აშშ ბიტკოინის მოპოვების მსოფლიო ეპიცენტრი გახდა

აშშ ბიტკოინის მოპოვების მსოფლიო ეპიცენტრი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა ქვეყანაში კრიპტო მაინინგის პრაქტიკა აღმოფხვრა.

Cambridge Centre for Alternative Finance-ის კვლევის თანახმად, აგვისტოს ბოლოს ამერიკაზე მოდიოდა კრიპტოვალუტის გამომუშავების სიჩქარის გლობალური მაჩვენებლის 35.4%. ეს აპრილის აქტივობის გაორმაგებული შედეგია.

აშშ-ს წილის ზრდა ჩინეთის ნაბიჯებით არის განპირობებული, რაც ფინანსური რისკების გასაკონტროლებლად ინდუსტრიაზე შეტევას გულისხმობს. 2009 წელს ბიტკოინის გამოშვებიდან აზიის ქვეყანა უმსხვილესი კრიპტო მაინერების მთავარი ლოკაცია გახდა, რაც ელექტროენერგიის დაბალ ფასებს უკავშირდებოდა.

კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ეძებენ იაფ ელექტროენერგიას და კეთილგანწყობილ მთავრობებს ვირტუალური ვალუტის ბუმის გასაძლიერებლად, რომელიც კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.

ბიტკოინი გასული წელს 370%-ზე მეტით გაიზარდა. უმსხვილესი კრიპტოვალუტა ამჟამად დაახლოებით $54,650-ით ივაჭრება, ხოლო საერთო საბაზრო ღირებულება საშუალოდ $1 ტრილიონს აღწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილ მატისი