LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

12 ოქტ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 893
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1329 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.13 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.29 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6204 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6192 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.