LIVE

სად რა ღირს ინტერნეტი - საქართველო და დსთ-ს ქვეყნები

22 ოქტ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1357
სად რა ღირს ინტერნეტი - საქართველო და დსთ-ს ქვეყნები

საქართველოში, კერძოდ თბილისში 60 მეგაბიტი წამში სიჩქარის ინტერნეტის ფასი Numbeo-ს მონაცემებით 46.99 ლარს, ანუ $15 არ აღემატება. მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციაში უჭირთ თქმა, რამდენადაა ეს ოპტიმალური ფასი. 

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა განუცხადა, წამში 20 მეგაბიტის 20-25 ლარად მიწოდება სავსებით რელევანტური და მისაღები ფასი იქნებოდა, თუმცა მისი თქმით, დასადგენია როგორია ინტერნეტის თვითღირებულება.

„ჩვენი დაკვირვებით, თბილისში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე დიდი კომპანიები დაცულები არიან ჩანაცვლებისგან. ძალიან რთულია, მაგალითად, „მაგთიდან“ „სილქნეტის“ ქსელზე გადასვლა. ან მათი, სხვა მცირე კომპანიით ჩანაცვლება. იმის გამო, რომ არ ვიცით ინტერნეტის თვითღირებულება, მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. მაგალითად, თბილისში მსხვილი ოპერატორები ინარჩუნებენ მაღალ ფასებს, ხოლო რეგიონებში იმის გამო, რომ ბაზრიდან პატარა ოპერატორები განდევნონ ინტერნეტს დემპინგურ ფასში აწვდიან, ანუ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. პირიქითაც შეიძლება იყოს - რეგიონის ფასია რეალური, ანუ ხარჯებზე ორიენტირებული და თბილისის მოსახლეობას სთავაზობენ შეუსაბამოდ მაღალ ფასს. ეს უნდა ინახოს მარეგულირებელ კომისიაში და დაითვალოს, თუმცა ამაზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს, ვინაიდან დახურული ინფორმაციაა“,- აცხადებს სეთური.

წამში 60 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ფასი დსთ-ს ქვეყნების დედაქალაქებში, Numbeo-ს მიხედვით ასეთია: 

  • ბაქო - 25.52 მანათი / $15.59
  • ერევანი - 8,386.36 დრამი / $17.52
  • მოსკოვი - 479.69 რუბლი / $6.68
  • კიევი - 164.75 გრივნა / $6.26
  • მინსკი - 32.06 რუბლი / $13
  • კიშინოვი - 172.84 ლეი / $9.94
  • ასტანა - 5,166 ტენგე / $12.16
  • ტაშკენტი - 281,822 სომი / $26.41
  • აშხაბადი - 1,275 მანათი / $363.25
  • ბიშკეკი - 1,295.34 სომი / $15.27
  • დუშანბე - 113.33 სომინი / $10.02 $