LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

11 ოქტ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1322
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.13 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1298 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.02 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6192 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6193 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.