
No Time to Die, ჯეიმს ბონდის უახლესი ფილმი გასული შაბათ-კვირის ნომერ პირველი ფილმია კინოთეატრებში. თუმცა, გახსნა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პანდემიის ეპოქის სალაროების რეკორდს, რომელსაც Venom: Let There Be Carnage-მა $90 მილიონით მიაღწია.
Metro-Goldwyn-Mayer და Eon Productions-ის No Time to Die-მ აშშ-ისა და კანადის კინოთეატრების გახსნის კვირას $56 მილიონი გამოიმუშავა.
ბრიტანელი სუპერ ჯაშუშის უახლესი ფილმის პერფორმანსი სალაროებში არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც პროგნოზირებდნენ. მკვლევარმა Boxoffice Pro-მ ფილმისთვის $84 მილიონიანი პროგნოზი გააკეთა. MGM-ის პროგნოზი $55 მილიონიდან $60 მილიონამდე მერყეობდა.
United Artists Releasing-ის დისტრიბუციის პრეზიდენტის ერიკ ლომისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ბონდის ახალი ფილმის შემოსავალი პროგნოზს ჩამოუვარდებოდა, ის კინოთეატრებში აუდიტორიის დაბრუნების სიგნალია.
”ეს არის ზრდასრულ მაყურებელზე გათვლილი პირველი ფილმი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში”,- აღნიშნა ლომისმა სატელეფონო ინტერვიუში.
მან ასევე დასძინა, რომ კომპანიის გამოკითხვის მიხედვით, No Time to Die იყო პირველი ფილმი, რომელიც პანდემიის შემდეგ კინოთეატრებში მაყურებლის 25%-მა ნახა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბრაიან ეკჰაუსი და დონალდ მური