LIVE

მომხმარებლების უმეტესობა ონლაინ შოპინგისას სესხის გამოყენებას გეგმავს

10 ოქტ 202116:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 1078
მომხმარებლების უმეტესობა ონლაინ შოპინგისას სესხის გამოყენებას გეგმავს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მომხმარებლების უმეტესობა "შეიძინეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით" ტიპის სესხის გამოყენებას გეგმავს. Bloomberg-ი Capgemini-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ტიპის ფინანსური პროდუქტების პოპულარობის ზრდა მსოფლიოს უმსხვილეს კრედიტორებს გვერდს უვლის.

გლობალურად 6,300-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 20%-მა უკვე აიღო მსგავსი სესხი, ხოლო დაახლოებით 60% ფიქრობს, რომ მომსახურებას მომავალი ორი წლის განმავლობაში გამოიყენებს.

ამ ტიპის გამსესხებლები, როგორიცაა Klarna და Afterpay მრავალმილიარდიან კომპანიებად იქცნენ. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ონლაინ ვაჭრობისას სასურველი პროდუქტები განვადებით იყიდონ. McKinsey-ის კვლევის თანახმად, "შეიძინეთ ახლავე, გადაიხადეთ მოგვიანებით" ტიპის კომპანიებმა უკვე გადაიბარეს $10 მილიარდის წლიური შემოსავალი ბანკებისგან.

ამ ტიპის ფინანსურ პროდუქტებზე ბუმმა მიიპყრო მარეგულირებელი ორგანოების ყურადღებაც, რომლებიც ფულის გათეთრებისა და სარისკო სესხების გაცემის საფრთხეს ხედავენ. პარალელურად, ტრადიციული ფინანსური გიგანტები, მათ შორის Goldman Sachs-ი და Mastercard-ი ამ ბაზარზე შესვლას ცდილობენ.

Capgemini-ის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, უნაღდო ანგარიშსწორება 2020 წელს 8%-ით გაიზარდა, რაც წლების განმავლობაში ორნიშნა ზრდის შემდეგ მნიშვნელოვანი შემცირებაა. მიუხედავად ამისა, კვლევა პროგნოზირებს, რომ გლობალური ეკონომიკის აღდგენა გააძლიერებს მოთხოვნას ისეთ ალტერნატივებზე, როგორიცაა კრიპტოვალუტა და სხვა ციფრული გადახდის საშუალებები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარიონ დაკერსი