LIVE

ერდოღანი და პუტინი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

30 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 807
ერდოღანი და პუტინი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
VLADIMIR SMIRNOV

თურქეთმა და რუსეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს  - საბრძოლო რაკეტები, გემები, საბრძოლო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა და ამით აშშ-ის სანქციების საფრთხეების იგნორირება მოახდინა.

რუსეთთან თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირების შესახებ განცხადებები, სავარაუდოდ, NATO-ში თურქეთის მოკავშირეების შეშფოთებას გამოიწვევს. მოკავშირეები უკვე ღელავენ ანკარას მიერ რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის, S-400-ის შეძენის გამო.

თურქეთის ლიდერმა, რომელიც ოთხშაბათს სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, თქვა, რომ დეტალურად განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს წინსვლა S-400-ის გადაცემის პროცესში. თურქეთი და რუსეთი განიხილავენ ტექნოლოგიების გადაცემას და ადგილობრივ წარმოებას თურქეთის მიერ S-400 მეორე სისტემის შესაძლო შეძენის წინ.

ერდოღანის თქმით, რუსეთი, რომელმაც ააგო პირველი ბირთვული ელექტროსადგური თურქეთში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ასევე მიიღებს ანკარას წინადადებას ორი ახალი სადგურის ერთობლივი მშენებლობის შესახებ.

“ჩვენი დღის წესრიგი ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის, ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია თავდაცვის მრეწველობაში, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებსა და ინვესტიციებზე. ასევე გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამდით რეაქტიული ძრავების, საბრძოლო თვითმფრინავების, გემების და წყალქვეშა ნავების საკითხებზე”,- ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სელქან ჰაკაოღლუ და ფირატ კოზოკი