LIVE

ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასი კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებზეა

01 ოქტ 202112:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასი კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებზეა
Angel Garcia/Bloomberg

ევროპაში ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასები კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიწოდების დეფიციტი მხოლოდ გაუარესდება, როდესაც ზამთრის სეზონი დაიწყება.

გერმანიის მალნოუს ტერმინალში რუსული გაზის მიწოდება შემცირდა. ამ ძირითადი სატრანზიტო მარშრუტის მიწოდება დაახლოებით მესამედზე ნაკლებია, ვიდრე კვირის დასაწყისში იყო.

მიწოდების შეზღუდვების მასშტაბმა ბაზარი სწორედ მაშინ გააოცა, როდესაც ქვეყნები გაზის მიწოდების შემცირებას იწყებენ. წლის ამ დროს ევროპული აქციები ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.

“არ ველოდით, რომ ასეთი ფასები იქნებოდა. ფასებში შედის რისკის ნამატი იმის შესახებ, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს და რისკი კვლავ ძალიან არის დამოკიდებული გაზმომარაგებაზე”,- განაცხადა ალექს გრანტმა, Equinor ASA-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე. 

ოთხმა დიდმა ბრიტანულმა ენერგეტიკულმა პროვაიდერმა ბიზნესი დატოვა. დაახლოებით 1.7 მილიონი მომხმარებელს პროვაიდერის შეცვლა მოუწია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლარს პოლსონი და ვერტი რეტკლიფი