LIVE

5 ყველაზე უსაფრთხო და დაცული მესენჯერი ანდროიდისათვის

29 სექ 202120:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 2768
5 ყველაზე უსაფრთხო და დაცული მესენჯერი ანდროიდისათვის

ტექსტური შეტყობინებები კომუნიკაციის შესანიშნავი საშუალებაა. ხშირად ადამიანები სატელეფონო ზარს მიმოწერას ამჯობინებენ. ანდროიდ სმარტფონებში საკომუნიკაციო პროგრამების პოპულარობის ზრდა მათი გამოშვებისთანავე დაიწყო. თითოეული ადამიანის ტელეფონში არაერთ ასეთ აპლიკაციას აღმოაჩენთ. აპლიკაციები მუდმივად ვითარდება, თუმცა მათ დაცულობაზე ღელვა აქტუალური რჩება.

საკითხი აქტუალურია საქართველოშიც განსაკუთრებით 13 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების გასაჯაროების შემდეგ. გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. ამის შემდეგ ბევრი ადამიანი შეუერთდა ისეთ საკომუნიკაციო აპლიკაციებს, რომლებსაც შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევენ.

დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალი, დაშიფრული საკომუნიკაციო პროგრამები, რომლებიც მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვას გვპირდებიან.

უსაფრთხო პროგრამები მომხმარებლების კონფიდენციალურობას ინარჩუნებენ ფუნქციით, რომელსაც ეწოდება ორმხრივი დაშიფვრა (E2E). შეტყობინება ორმხრივად დაშიფრულია, თუ რომელიმე მესამე მხარე, მათ შორის მომსახურების მიმწოდებელი, ვერ ახერხებს სერვერებიდან მიღებულ შეტყობინებების წაკითხვას. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წაიკითხონ შეტყობინებები, რომლებიც ერთმანეთს წერენ. ამ შეტყობინებებს ვერავინ, მათ შორის, ვერც მთავრობა და ვერც დეველოპერები წაიკითხავენ.

რომელია საუკეთესო უსაფრთხო პროგრამები ანდროიდისთვის?

Signal Private Messenger

Signal-ი დაშიფრული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა მოკლე დროში მას შემდეგ, რაც WhatsApp-მა კონფიდენციალურობის პოლიტიკა განაახლა. აპლიკაციის შემქმნელები აცხადებენ, რომ ის არის ყველაზე უსაფრთხო საკომუნიკაციო პროგრამა ანდროიდისთვის, რომელსაც გააჩნია დაშიფვრის მაღალი ტექნოლოგია Signal-ის მომხმარებლების ყველა შეტყობინების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Signal-ი უფასოა და აქვს მარტივი ინტერფეისი. ამ აპლიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა ის, რომ იგი ღიაა, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს აპლიკაციის მთავარი კოდი უსაფრთხოების სისტემის მიმართ გაჩენილი ნებისმიერი ეჭვის ან ხარვეზის არსებობის შემთხვევაში.

აპლიკაციას აქვს რამდენიმე ფუნქცია, როგორიცაა დაშიფრული ხმოვანი ზარები, ჯგუფური ჩეთები, ფაილის გადაცემა და არქივი. აპლიკაციის კიდევ ერთი კარგი თვისებაა ის, რომ იგი აგროვებს მხოლოდ მომხმარებლების ტელეფონის ნომრებს მონაცემების სახით. მას არ სჭირდება PIN კოდი ან სხვა ავტორიზაციის მონაცემები. მას ასევე აქვს გაუჩინარებული მიმოწერის ფუნქცია, რაც გულისხმობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ უბრალოდ ქრება.

Telegram

WhatsApp-ის შემდეგ Google Play Store-ზე 500 მილიონზე მეტი გადმოწერით Telegram-ი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების პროგრამაა. ის არ აძლევს მესამე პირებს წვდომას მომხმარებლების მონაცემებზე და იყენებს მონაცემთა ცენტრების უნიკალურ ქსელს ადამიანთა დასაკავშირებლად მთელს მსოფლიოში.

Telegram-ს აქვს რამდენიმე ფუნქცია, როგორიცაა საიდუმლო ჩეთები, შეტყობინებების სინქრონიზაცია ყველა მოწყობილობაზე, აუდიო ზარი, ვიდეო ზარი, ფაილის გადაცემა და ბოტები. საიდუმლო ჩეთი არის ფუნქცია, რომელიც ანადგურებს შეტყობინებებს საუბრის დასრულების შემდეგ ყველა ჩართულ მოწყობილობაზე. Telegram-ით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ბოტები კონკრეტული ამოცანებისთვის. Telegram-ის "ვებ" და "დესკტოპ აპლიკაცია" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაგზავნონ და მიიღონ შეტყობინებები კომპიუტერიდან. Telegram გთავაზობთ პერსონალიზაციის რამდენიმე ვარიანტს, რომ შეცვალოთ თქვენი ჩათის ვიზუალი.

აპლიკაცია უფასოა და არ აჩვენებს რეკლამებს. Telegram-ი მოითხოვს მხოლოდ სახელებს, ტელეფონის ნომრებს, კონტაქტებს და შენახვის ნებართვას.

WhatsApp Messenger

WhatsApp-ი ანდროიდის ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო პროგრამაა. იგი ასევე იყენებს ორმხრივ დაშიფვრას. თუმცა, ცოტა ხნის წინ, WhatsApp–მა განაახლა კონფიდენციალობის პოლიტიკა და ახლა Facebook-ს ექნება წვდომა WhatsApp-ის ბიზნეს ანგარიშებზე გაგზავნილ ყველა შეტყობინებაზე.

WhatsApp-ს აქვს მოსახერხებელი ფუნქციები, როგორიცაა ხმოვანი შეტყობინებების, ფოტოების, ვიდეოების, GIF–ების გაგზავნა, ვიდეო ზარები, ჯგუფური ჩეთები, მდებარეობის გაზიარება, შეტყობინების გაქრობა და მრავალი სხვა. მას ასევე აქვს სტატუსის გამოქვეყნების ფუნქცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ ფოტოები ან მოკლე ვიდეო, რომელთა ნახვაც მათ WhatsApp კონტაქტებს შეუძლიათ.

WhatsApp ვებ და "დესკტოპის" აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ პროგრამა კომპიუტერიდან შეტყობინებების გასაგზავნად და მისაღებად. WhatsApp ითხოვს ბევრ მონაცემს, მათ შორის მოწყობილობის ID-ს, სახელს, ადგილმდებარეობას, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტას, კონტაქტებს, მეხსიერებას, შესრულების მონაცემებს, სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებსა და გადახდის ინფორმაციას. 

Viber Messenger

Viber არის მრავალპლატფორმიანი დაშიფრული საკომუნიკაციო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს დაშიფვრის სრულ მომსახურებას ყველა არსებულ პლატფორმაზე. აპლიკაციას აქვს უნიკალური ფერადი კოდირების სისტემა, რათა აჩვენოს, რამდენად დაცულია საუბარი - ნაცრისფერი ფერი წარმოადგენს დაშიფრულ კომუნიკაციას, მწვანე ფერი ნიშნავს დაშიფრულ კომუნიკაციას სანდო კონტაქტით და წითელი ფერი მიანიშნებს აღნიშნავს ავთენტიფიკაციის პრობლემაზე.

გარდა იმისა, რომ Viber-ი შეტყობინებების პროგრამაა, მას აქვს სხვა ფუნქციები, როგორიცაა თამაშები, საჯარო ანგარიშების გამოწერა, თქვენი კონტაქტების გაზიარება, ატვირთული ფაილები და მრავალი სხვა. მას აქვს თვითგაქრობადი საიდუმლო ჩეთები. Viber ასევე აგროვებს უამრავ მონაცემს, მათ შორის სახელს, ტელეფონის ნომერს, კონტაქტებს, ელ.ფოსტის მისამართს, ადგილმდებარეობას, მოწყობილობის ID-ს, პროდუქტთან ინტერაქციას, სარეკლამო მონაცემებსა და პრობლემების მონაცემებს.

Wickr Me – Private Messenger

Wickr Me არის დაშიფრული შეტყობინებების პროგრამა ანდროიდისთვის. ის შიფრავს ყველა შეტყობინებას ორმხრივი დაშიფვრის გამოყენებით. ვიდეო-გადამოწმების მეშვეობით სისტემა უსაფრთხოების ახალ დონეს გვთავაზობს. მომხმარებლები ვერიფიკაციას დაშიფრული მოკლე ვიდეოებით გადიან.

მომხმარებლებს შეუძლიათ პირადი, თვითგაქრობადი შეტყობინებების, ფოტოების, ვიდეო და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა თავიანთ Wickr კონტაქტებთან. აპლიკაციას აქვს რამდენიმე ფუნქცია, მაგალითად Shredder, რომელიც საბოლოოდ წაშლის თქვენს ჩეთებს და მედია ფაილებს თქვენი მოწყობილობიდან. დროის ათვლის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, წაშალოთ თქვენი შეტყობინებები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

Wickr Me რეგისტრაციისას არ საჭიროებს ტელეფონის ნომერს ან ელ.ფოსტის მისამართს და არ ინახავს თქვენს შეტყობინებებთან დაკავშირებულ მეტამონაცემებს. გარდა ამისა, აპლიკაცია სრულიად უფასოა და ის არ შეიცავს რეკლამას.

აპლიკაცია მხოლოდ მოითხოვს ტელეფონის ნომრებს, ინტერაქციებს, პრობლემის შესახებ მონაცემებს და სხვა სადიაგნოსტიკო ინფორმაციას.

ესენია ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო საკომუნიკაციო პროგრამები ანდროიდისთვის. არსებობს რამდენიმე სხვა აპლიკაციაც, რომლებიც უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა იმის გამო, რომ მათი მომხმარებელთა ბაზა ძალიან მცირეა და, შესაბამისად, კონტაქტების უმეტესობა ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც ისინი რეკომენდებული აპლიკაციების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ.