LIVE

ჩინეთი კრიპტო ტრანზაქციებს კრძალავს

24 სექ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 932
ჩინეთი კრიპტო ტრანზაქციებს კრძალავს
Paul Yeung/Bloomberg

ჩინეთმა კრიპტოვალუტებით ტრანზაქციები აკრძალა და პირობას დებს, რომ შეაჩერებს კრიპტოვალუტების უკანონო მოპოვებას.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ყველა გარიგება არალეგალურია და უნდა აიკრძალოს.  

ნებისმიერი კრიპტო ვალუტა, მათ შორის bitcoin და Tether, არ არის ტრადიციული ფული და არ შეიძლება ბაზარზე გამოიყენებოდეს, ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის ვებგვერდზე.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია, მათ შორის ოფშორული ბირჟების მიერ რეზიდენტებისთვის გაწეული სერვისები, უკანონო ფინანსური საქმიანობაა, ნათქვამია PBOC-ის განცხადებაში.

დღეს Bitcoin-ის ფასი 4.5%-ით დაეცა. სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული აქციების მსგავსად, ასევე, დაიკლო Ether-მაც.

ქვეყნის ეკონომიკური დაგეგმვის სააგენტოს განცხადებით, ჩინეთისთვის კრიპტო მოპოვების აღმოფხვრა გადაუდებელი ამოცანაა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნახშირბადის შემცირების მიზნის მიღწევაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი