LIVE

დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებმა პროდუქტების პანიკური შესყიდვა დაიწყეს

23 სექ 202122:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1334
დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებმა პროდუქტების პანიკური შესყიდვა დაიწყეს
REUTERS/Peter Cziborra

ბუნებრივი აირის ევროპული ფასების ზრდამ დიდ ბრიტანეთში მიწოდების ჯაჭვებს, რომლებიც უკვე რთულად ფუნქციონირებდნენ, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა.

სუპერმარკეტებში გაზიანი სასმელებისა და წყლის თაროები ზოგ ადგილას ცარიელი დარჩა. ინდაურის მწარმოებლებმა კი საზოგადოება გააფრთხილეს, რომ ნახშირორჟანგის დეფიციტის გაგრძელების შემთხვევაში, ოჯახები შობის დღესასწაულზე ინდაურის ტრადიციული სადილის გარეშე დარჩებიან.

მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის ფასებმა ნახშირორჟანგის დეფიციტი გამოიწვია, ბრიტანეთი იძულებული გახდა საგანგებო სახელმწიფო დახმარება ძალაში დაეტოვებინა ხორცის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

ბრიტანულმა სუპერმარკეტების უმსხვილესმა ჯგუფმა Tesco-მ გასულ კვირას განუცხადა მთავრობის წარმომადგენლებს, რომ თუ ისინი ზომებს არ მიიღებენ, სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობა შობის დღესასწაულამდე პანიკურ შესყიდვებს გამოიწვევს.

მომარაგების ჯაჭვის გაუმართაობის გაუარესების კიდევ ერთი ნიშანი BP-ის ზოგიერთი ბენზინ-გასამართი სადგურის დროებითი დახურვაა, რაც ასევე მძღოლების ნაკლებობას უკავშირდება.

ასევე, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ პირველად ათი წლის განმავლობაში ინფლაცია დროებით 4%-ს გადააჭარბებს, რაც ძირითადად ენერგიისა და საქონლის ფასებს უკავშირდება.

სუპერმარკეტებმა და ფერმერებმა მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას შეამსუბუქოს შრომის დეფიციტი ძირითად სფეროებში, რომლებიც საკვების მიწოდების ჯაჭვს აფერხებენ.