
Warner Bros.– მა პანდემიის დროს რეჟისორების კომპენსაციისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა.
კინოსტუდია თავის ახალი ფილმებს HBO Max- ზე განათავსებს, რაც ნიშნავს რომ პარტნიორებთან გარიგების პირობები იცვლება. კინოთეატრების სალაროებში პერფორმანსის მიუხედავად სტუდიის პარტნიორები გარანტირებულ ანაზღაურებას მაინც მიიღებენ. Warner-ის HBO Max-თან გარიგება ასევე ზრდის პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსების გაცემის შანსს და საშუალებას აძლევს კომპანიას მსახიობთა და ტექნიკურ ჯგუფს მეტი გადაუხადოს. თუმცა, დამატებითი გადახდები მუდმივი არ არის. 2021 წლის შემდეგ, კინოსტუდია გეგმავს, ძველი ხელშეკრულების მოდელს დაუბრუნდეს.
მიუხედვად ამისა, ნათელი არ არის საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი ფულადი სახსრები სტუდიასა და ცნობილ კინემატოგრაფისტებს და ფინანსისტებს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად, რომლებსაც Warner Bros- ის ახალი გარიგება კატეგორიულად არ მოსწონთ. "Tenet-ის" რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ფილმების HBO Max- ისთვის გადაბარება გააკრიტიკა და პლატფორმას "ყველაზე ცუდი სტრიმინგ სერვისი" უწოდა. დენის ვილნევი კი, რომლის ფილმზე "Dune" ამ ნაბიჯმა გავლენა მოახდინა ამ, გამოცემა Variety-ის სვეტში წერს:
”AT&T– მ გაიტაცა ერთ – ერთი ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი სტუდია კინოს ისტორიაში, აქ აბსოლუტურად არ არის სიყვარული არც კინოს და არც მაყურებლის მიმართ.”
მხარეები აღშფოთებული არიან იმის გამო, რომ Warner Bros.–მა მათ წინასწარ არ მისცა საკმარისი ინფორმაცია. რეჟისორების გარკვეულ ნაწილს სურთ, რომ მათი ფილმები ექსკლუზიურად აჩვენონ კინოთეატრებში.
AT&T- მ, რომელმაც 2018 წელს Warner- ის ოპერაციები $ 85 მილიარდ დოლარად შეიძინა, ახალ სტრატეგიაზე დიდ ფსონს დებს. გარდა იმისა, რომ ეს გარიგება მას პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმარა, კომპანიას იმედი აქვს, რომ HBO Max-ზე მილიონობით აბონენტს მოიზიდავს. სატელეკომუნიკაციო გიგანტი იმედოვნებს, რომ მათი ახალი პლატფორმა,რომელიც გასულ წელს შეიქმნა Netflix- ისა და Disney + - ს სრულფასოვანი კონკურენტი გახდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლუკას შოუ და კელი გილბლომი