LIVE

Amazon-ი პოდკასტების ბიზნესით ინტერესდება

03 დეკ 202021:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 349
Amazon-ი პოდკასტების ბიზნესით ინტერესდება
Bloomberg L.P.

პოდკასტების უმსხვილესი მწარმოებელი Wondery შესაძლოა Amazon-ის საკუთრება გახდეს. ამ მიზნით ელექტრონული კომერციის გიგანტი 300-დან 400 მილიონამდე დოლარის გადახდის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ Wondery-ის ყიდვით, ასევე, დაინტერესებული არიან Apple და Sony Music Entertainment-ი. 

ამჟამად Amazon-ი აუდიოწიგნების ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. შესაბამისად, კომპანია დაინტერესებულია პოდკასტების და სხვა არამუსიკალური აუდიოპროდუქტების ბაზრის განვითარებით. გარდა ამისა, პოდკასტ სერვისმა შესაძლოა დამატებითი ღირებულება შექმნას Amazon-ის Echo სპიკერებისთვის. 

ჰერნან ლოპესის მიერ 2016 წელს დაფუძნებულმა Wondery-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე მომგებიანი პოზიციები დაკავა და სავარაუდოა, რომ წელს მისი შემოსავალი 40 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ტურნერი