
ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმა Pinduoduo-ს დამფუძნებელმა კოლინ ჰუანგმა წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქონება დაკარგა.
ინტერნეტ გიგანტზე ჩინეთის მთავრობის შეტევის შემდეგ, კომპანიის აქციები შემცირდა, შედეგად Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ჰუანგის ქონება წელს $27 მილიარდით შემცირდა.
Pinduoduo-ს აქციები წელს Alibaba Group Holding-ის ან Tencent Holdings-ის აქციებზე მეტად დაეცა. Pinduoduo-ს ამერიკული სადეპოზიტო შემოსავლები წელს 44%-ით, ხოლო Alibaba-სი 33%-ით შემცირდა, რაც შეეხება Tencent-ს, მისი აქციები წელს ჰონგ-კონგში 18%-ით შემცირდა.
ჰუანგმა, რომელიც Pinduoduo-ს 28%-ს ფლობს, კომპანია 2015 წელს დააარსა. ის მალევე იქცა ელექტრონული კომერციის გიგანტად. PDD-ის წლიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი დეკემბერში 788 მილიონამდე გაიზარდა და Alibaba-ს მომხმარებლების რიცხვს (779 მილიონი) გადააჭარბა.
აქციების დაცემამდე, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $178 მილიარდს მიაღწია, შემდეგ ის $125 მილიარდამდე შემცირდა.
Bloomberg-ის მილიარდერების სიაში, ჰუანგი $35.2 მილიარდით 38-ე ადგილს იკავებს.
Bloomberg-ის ინდექსის თანახმად, იმ 10 მილიარდერს შორის, რომელთა წლიური შემოსავალი ყველაზე მეტად შემცირდა, 6 ჩინეთიდანაა. მათ შორისაა Nongfu Spring-ის დამფუძნებელი ჟონგ შანშანი, რომელმაც $18 მილიარდი დაკარგა , დეველოპერი ჰუი კა იანი და Tencent-ის დამფუძნებელი პონი მა, რომელთა ქონება $10 მილიარდზე მეტით შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვენუს ფენგი