LIVE

ჩინეთი მარქსისტული “ცივილიზებული” ინტერნეტის შექმნას იწყებს

18 სექ 202115:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1303
ჩინეთი მარქსისტული “ცივილიზებული” ინტერნეტის შექმნას იწყებს
Qilai Shen/Bloomberg

ჩინეთი ადგენს კანონს იმის შესახებ, თუ რა არის და რა არა ნებადართული “ცივილიზებულ” მარქსისტულ ინტერნეტში. კომუნისტური პარტია ციფრული სფეროს მართვის სახელმძღვანელო მითითებების ფართო სპექტრზე მუშაობს.

მომავალი რეგულაციები, რომელთაგან ბევრი არსებულ სახელმძღვანელო მითითებებს ემყარება, მოიცავს არასრულწლოვანთა დაცვის გაძლიერებას ონლაინ ბულინგისგან, ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლასა და ონლაინ ანგარიშების გადამოწმებას. იდეა არის უზრუნველყოფა იმისა, რომ ონლაინ კონტენტი შეესაბამებოდეს “კიბერსივრცეში მარქსიზმის მმართველ სტატუსს”, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua სახელმწიფო საბჭოზე დაყრდნობით.

ახალი სახელმძღვანელო მითითებები პოტენციურად იძლევა საფუძველს, გამკაცრდეს მთავრობის კონტროლი ინტერნეტ გიგანტებზე, როგორიცაა Tencent Holdings და ByteDance. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოქვეყნდება საბოლოო დებულებები. სახელმწიფო საბჭომ განაცხადა, რომ ეთიკისა და ქცევის გასაუმჯობესებლად მეტი რეგულირებაა საჭირო. ამ მიზნით, შეიქმნება ეროვნული პლატფორმა, რათა ჩაახშოს ჭორები და ყალბი ინფორმაცია ინტერნეტში, ასევე გაამყაროს კომუნისტური პარტიის მიღწევების პროპაგანდა, იტყობინება Xinhua.

“ქვეყანა გეგმავს უკეთ დაარეგულიროს ონლაინ კონტენტის წარმოება, გამოქვეყნება და გავრცელება, კლასიფიცირება ონლაინ ანგარიშების მენეჯმენტზე და შექმნას ეროვნული მექანიზმი დეზინფორმაციის შესაჩერებლად და თავიდან ასაცილებლად. დაიწყება კამპანიები ონლაინ დანაშაულთან საბრძოლველად და ძალისხმევა მიემართება პირადი ინფორმაციის და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვაზე”,- ნათქვამია საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სი ძინპინი აძლიერებს “საერთო კეთილდღეობის” ფილოსოფიას, რომელიც, გარდა ერთ დროს დიდი ტექნოლოგიური გიგანტების მეთვალყურეობისა, მოიცავს ახალგაზრდების უფრო პროდუქტიული საქმიანობისკენ სწრაფვას და იმ შინაარსის განაგდურებას, რომელსაც პარტია ამ ამბიციების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია