LIVE

ბრიტანეთში Pfizer-ის მე-3 დოზით 50+ მოსახლეობა აიცრება

14 სექ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
ბრიტანეთში Pfizer-ის მე-3 დოზით 50+ მოსახლეობა აიცრება
Bloomberg

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტი დიდი ბრიტანეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერი" 50 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს შესთავაზონ.

მე-3 დოზით ვაქცინაცია მომავალ კვირას დაიწყება და ამისთვის ქვეყანა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გამოიყენებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვაქცინით აიცრა პირი პირველი დოზით. პანელი მის ალტერნატივად განიხილავს Moderna-ს ვაქცინის ნახევარ დოზას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ალერგიის ან რაიმე სხვა მიზეზით mRNA ვაქცინის მიღება არ შეუძლია, "ბუსტერად" განიხილება AstraZeneca-ს ვაქცინაც. 

ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ სრულად აცრიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე.   

ბრიტანეთის მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ ინგლისში მომავალი კვირიდან 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება და ამისთვის Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინის ერთი დოზა გამოიყენება. 

მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ისევ დიდია, ქვეყანა ჩაკეტვას და სავალდებულო ვაქცინაციას, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ამჯობინებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი