LIVE

პური შესაძლოა კიდევ 10 თეთრით გაძვირდეს

14 სექ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 3252

ოქტომბრის ბოლოს პური, სავარაუდოდ, კიდევ 10-15 თეთრით გაძვირდება. მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაზრდილი ფასი და რუსეთის მიერ გაზრდილი საბაჟო გადასახადია. მოსალოდნელია, რომ ერთი ტონა ხორბლის ფასი მალე 300 დოლარს გასცდება, რაც ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის გარდაუვალ ზრდას გამოიწვევს.

„ბენზინი გაძვირდა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ყველაფერი გაძვირებულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მოსახლეობას არ დააწვეს და პურის ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. თუმცა ფასების ზრდა, საბოლოოდ, პროდუქციის ფასზეც აისახება. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში, შესაძლებელია, ფასები შეიცვალოს“,- განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, გასულ წელს, მთავრობამ პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით ფქვილის სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. პროგრამა, რომელიც 7 თვის განმავლობაში მოქმედებდა, მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევდა ერთი ტომარა ფქვილი არაუმეტეს 53 ლარად შეეძინათ. ღირებულების დარჩენილ ნაწილს კი მთავრობა ფარავდა. ჯამში პროგრამისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა პროგრამის შეწყვეტისთანავე პური 10 თეთრით გაძვირდა.