2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ახალი ($39.5 მილიონი) და მეორადი ($6.4 მილიონი) საბურავების იმპორტში $45.9 მილიონი გადაიხადა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი საბურავების იმპორტი 13.5%-ით შემცირდა, ხოლო ახლების 9.4%-ით გაიზარდა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მეორადი საბურავების TOP-3 იმპორტიორი ქვეყანაა:
- გერმანია - $2.1 მილიონი
- იაპონია - $1.2 მილიონი
- შვეიცარია - $940.3 ათასი
რაც შეეხება ახალი საბურავების იმპორტიორებს:
- ჩინეთი - $15 მილიონი
- თურქეთი - $5.5 მილიონი
- იაპონია - $3.3 მილიონი
საქართველოში ახალი საბურავების მსხვილი იმპორტიორია, ასევე რუსეთი ($2.2 მილიონი) და სერბეთი ($2 მილიონი).
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2021 წლის 7 თვეში ექსპორტზე $8.1 მილიონის ახალი საბურავი გაიტანა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში ახალი საბურავების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $14.1 მილიონს აჭარბებდა. მიმდინარე წელს საქართველომ ახალი საბურავებით, ნიდერლანდები ($1.7 მილიონი), გაერთიანებული სამეფო ($1,4 მილიონი) და ირლანდია ($ 967 ათასი) მოამარაგა.