LIVE

ინდუსტრიის ლიდერები Wall Street-ზე პირბადეებით ბრუნდებიან

08 სექ 202120:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1164
ინდუსტრიის ლიდერები Wall Street-ზე პირბადეებით ბრუნდებიან

Wall Street-ი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე, როგორც ინდუსტრიის ლიდერები იმედოვნებდნენ.

თვეების განმავლობაში, წამყვანი ბანკირები ორშაბათს კორპორატიული ამერიკის ოფისებში დაბრუნებას ელოდნენ. თუმცა, დელტა ვარიანტმა ეს გეგმები შეაფერხა. ბევრმა დიდმა კომპანიამ მთლიანად შეაჩერა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება.

თუმცა, Wall Street-ი ამ მხრივ წინ არის. ოფისებში თანამშრომლები ძირითადად ვაქცინირებული და ნიღბებით ბრუნდებიან. ნიღბები ბრუნდება Citigroup-ში, Bank of America-ს თანამშრომლებს კი ჯერ კიდევ უწევთ დისტანციის დაცვა საკონფერენციო დარბაზებში.

საბანკო აღმასრულებლები ჯერჯერობით არ ამბობენ უარს ოფისში ფართოდ დაბრუნების იდეაზე, მაშინაც კი, როდესაც სხვა მსხვილ კორპორაციებში, როგორიცაა Apple-ი, Amazon-ი და Ford-ი, აცხადებენ, რომ დასაქმებულებს მომავალ წლამდე დაბრუნება არ მოუწევთ.

Partnership for New York City-ის კვლევის მიხედვით, მანჰეტენზე ფინანსების სფეროს დასაქმებულების 30%-ზე ნაკლები დაბრუნდა ოფისში. დამსაქმებლებმა მთლიანად ქალაქისთვის ზაფხულის შემდგომ ოფისებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლოდინები ასევე შეამცირეს. მათი გათვლით, მიმდინარე თვის ბოლოსთვის ოფისებში თანამშრომლების 41% დაბრუნდება, მაისში ეს პროგნოზი 60%-ზე მაღალი იყო.

კორპორატიული ამერიკის გადადებული დაბრუნების მიუხედავად, Citigroup-ისა და Bank of America-ს თანამშრომლები მიმდინარე თვეში დაუბრუნდებიან სამუშაო მაგიდებს. ისინი JPMorgan-სა და Goldman Sachs-ს შეუერთდებიან, სადაც დასაქმებულები უკვე კვირებია ოფისებში დაბრუნდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ სურენი