LIVE

დამსაქმებლები სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

01 სექ 202117:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 784
დამსაქმებლები სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

სავარაუდოდ, სავალდებულო ვაქცინაცია სამუშაო ადგილზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდება.

აშშ დამსაქმებელთა 52%-გეგმავს განიხილავს მოთხოვნებს Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე, ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში. 

Pfizer-ის სრულმა ავტორიზებამ უბიძგა დამსაქმებელთა მზარდ რაოდენობას, მიეღო სავალდებულო ვაქცინაციის შეზღუდვა, ვინაიდან გავრცელება დაიწყო ძალზე გადამდებმა დელტა ვარიანტმა. Goldman Sachs, Walmart, McDonalds და Walt Disney არიან იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მოითხოვენ, რომ თანამშრომელთა ნაწილმა მაინც მიიღოს ვაქცინა. 

Willis Towers Watson-ის ჯანმრთელობისა და სარგებლის მმართველი დირექტორი მიიჩნევს, რომ სტრატეგიის შემუშავებისას, კომპანიებმა ფრთხილად უნდა შეიმუშაონ წახალისებისა და ჯარიმების მექანიზმები, რათა უზრუნველყონ, რომ მათ არაპროპორციულად არ იმოქმედონ დაბალანაზღაურებად დასაქმებულებზე, რომელთა შორის არიან ქალები ან უმცირესობები. 

შედეგები შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი იყოს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დამსაქმებელთა 26% არ ელოდება სრულად დაბრუნებას ოფისში მომავალი წლის პირველ კვარტლამდე, ხოლო 39% ამბობს, რომ მსაგსვი მდგომარეობა, სავარაუდოდ, 2022 წლის მეორე კვარტლამდე გაგრძელდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეფ გრინი