LIVE

ჩინეთი მედიას Alibaba-ს საქმის გამოძიების გაშუქებას უზღუდავს

08 იან 202118:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 351
ჩინეთი მედიას Alibaba-ს საქმის გამოძიების გაშუქებას უზღუდავს
Qilai Shen/Bloomberg

ჩინეთმა ადგილობრივ მედიას Alibaba Group Holding-ის წინააღმდეგ მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების გაშუქება აუკრძალა. მიზეზი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის მომავლის შესახებ სპეკულაციების ზრდა გახდა.

გასული წლის ბოლოს მთავრობის პროპაგანდის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დირექტივა მედიასაშუალებებს ავალდებულებს, ტექნიკური გიგანტის გამოძიების გაშუქებისას მკაცრად გაითვალისწინონ ოფიციალური ხაზი  და მათ ორიგინალური რეპორტაჟის მომზადება, გაფართოებული ანალიზის ჩატარება და საკუთარი დასკვნების ნებართვის გარეშე გაჟღერება აუკრძალა.

მილიარდერ მაის იმპერია ტექნოლოგიური ინდუსტრიის წინააღმდეგ წარმოებული ჩინეთის კამპანიის გამორჩეული სამიზნე გახდა. ამის საბაბი Alibaba-სთან ასოცირებული Ant Group-ის 35 მილიარდიანი საჯარო შეთავაზება გახდა, რის შემდეგაც ელექტრონული კომერციის გიგანტის წინააღმდეგ ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო.

გლობალურ საიტებზე წვდომის შეზღუდვის გარდა, როგორიცაა Google, Facebook და Twitter, პეკინის ხელისუფლება დიდი ხანია აკონტროლებს პოლიტიკურად სენსიტიური ამბების გაშუქებას. გასულ წელს Covid-19-ის აფეთქების დროს სოციალური მედიის პლატფორმებზე წაიშალა კრიტიკული პოსტები. ინტერნეტიდან წაიშალა ინფორმაცია ჰონგ-კონგის 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების შესახებ, თუმცა სახელმწიფო მედია ჩარევაში აშშ-ს ადანაშაულებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შიინ ჩენი და კოკო ლიუ