LIVE

ჯანმო COVID-19-ის მიუ შტამს აკვირდება

01 სექ 202113:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 2054
ჯანმო COVID-19-ის მიუ შტამს აკვირდება

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ აცხადებს, რომ ის Covid-19-ის ახალ, მიუ ვარიანტს აკვირდება

ორგანიზაციის განმარტებით, ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ვაქცინებისადმი რეზისტენტობის გამოვლენის რისკზე მიუთითებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა კვლევების ჩატარება.

შტამი, კოდით B.1.621, პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. WHO-მ “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ის 30 აგვისტოს შეიტანა.

კოლუმბიაში აღმოჩენის შემდეგ, მიუ შტამი დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში.

კოლუმბიაში მიუ ვარიანტი გამოვლენილი შემთხვევების 39%-ს შეადგენს, თუმცა, ჯანმოს განცხადებით, გლობალურად მისი გავრცელება 0.1%-მდე შემცირდა.

ყველა ვირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელიც Covid-19 იწვევს, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. ახალი მუტაციების უმეტესობა ვირუსის თვისებებზე გავლენას არ ახდენს, ან მათი გავლენა მცირეა. თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის თვისებებზე და მისი გავრცელების სისწრაფეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

ვირუსის მუტაციას გლობალურად "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აკვირდება და ვარიანტებს შესაბამის სტატუსს ანიჭებს. მიუს ჩათვლით, ამჟამად ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ხუთი ვარიანტი აქვს. ესენია: ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა.