LIVE

სკანდინავიური ქვეყნები მშპ-ის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდნენ

31 აგვ 202116:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 911
სკანდინავიური ქვეყნები მშპ-ის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდნენ
Sigga Ella/Bloomberg

სკანდინავიის ქვეყნები პანდემიამდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდნენ. გამონაკლისია ისლანდია, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული.

განვითარება ადასტურებს იმას, რაც ორგანიზაციებმა, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა განაცხადეს, რომ გასულ წელს რეგიონის სოციალურმა მოდელმა ის “ყველაზე პერსპექტიულად” აქცია კრიზისიდან მდგრადი გზის გამოსავლენად.

ოთხმა უმსხვილესმა სკანდინავიურმა ქვეყანამ დანარჩენ ევროპაზე უკეთესად გაუძლო პანდემიის ეკონომიკურ ზემოქმედებას, სოციალური უსაფრთხოების ქსელების, ფართომასშტაბიანი დიჯიტალიზაციისა და ტურიზმზე შედარებით დაბალი დამოკიდებულების წყალობით.

მიუხედავად კრიზისის განმავლობაში შეზღუდვების მიმართ განსხვავებული მიდგომებისა, როგორიცაა შვედეთი, რომელიც, ინარჩუნებდა მაქსიმალურად ღია მიდგომას ბიზნესისთვის, რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ზრდა დიდწილად მოხმარების ზრდამ განაპირობა. 

ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში 2.1%-ით გაიზარდა, რაც მცირედით აღემატება მის წინასწარ პროგნოზს, ხოლო დანიის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

ნორვეგიის სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე თვის დასაწყისში ეკონომიკა “დაბრუნდა იმავე დონეზე, რაც 2020 წლის თებერვალში იყო, სანამ პანდემია სრულად არ შეაღწევდა” წვეყანაში, თუმცა მისი მშპ  მეორე კვარტალში 2020 წლის პირველი სამი თვის მაჩვენებელზე დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის მშპ მეორე კვარტალში 4.2%-ით გაიზარდა, მისი კრიზისი სკანდინავიურ ქვეყნებთან შედარებით დიდი იყო და, შესაბამისად, აღდგენის ტემპიც შედარებით უფრო დაბალია.

მოსალოდნელია, რომ სკანდინავიური ქვეყნების ეკონომიკა მიმდინარე წელს ერთობლივად 3,7%-ით გაიზარდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტტ უმელასი