LIVE

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 27.4%-ით შემცირდა

31 აგვ 202120:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1583
საქართველოდან ოქროს ექსპორტი 27.4%-ით შემცირდა

დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტმა საქართველოდან 27.4%-ით იკლო. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საქსტატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ $36.6 მილიონის ოქრო გაყიდა, ხოლო გასული წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა $50.4 მილიონი შეადგინა.

ქართული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც წელს $34.1 მილიონის ძვირფასი ლითონი გაყიდა. $1.5 მილიონის ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში. მიმდინარე წლის 7 თვეში ქართული ოქრო ასევე შეისყიდეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ($784 600 ) და თურქეთმა ($241 800).