
Metro-Goldwyn-Mayer და Annapurna Pictures აპირებს Addams Family 2 ონლაინ გაქირავებისთვის ხელმისაწვდომი იმავე დღეს გახადოს, როდესაც მისი ჩვენება კინო-თეატრებში დაიწყება.
Addams Family 2-ის პრემიერა, რომელიც პოპულარული მულტფილმისა და სერიალის პერსონაჟებზეა დაფუძნებული, 1 ოქტომბერს აშშ-ის კინოთეატრებში გაიმართება.
კინო-თეატრებში დასწრების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია Covid-19-ის დელტა ვარიანტის გამო. კინოსტუდიები ცდილობენ პანდემიასთან ადაპტირებას, რათა რაც შეიძლება მეტ მაყურებლის მოზიდვა შეძლონ.
Addams Family 2-ის გამოსვლა იგეგმება იმავე შაბათ-კვირას, როცა მაყურებელი Hotel Transylvania 4-ს იხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, Amazon აწარმოებს მოლაპარაკებებს Sony Corp-ის გლობალური ნაკადის უფლებებისთვის. HBO Max-ზე გაიმაერთება The Many Saints of Newark-ის პრემიერაც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ