LIVE

ამერიკელები მზად არიან დისტანციურად მუშაობისთვის ხელფასის 5%-ზე თქვან უარი

14 აგვ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1277
ამერიკელები მზად არიან დისტანციურად მუშაობისთვის ხელფასის 5%-ზე თქვან უარი
Bloomberg

რას დათმობდით, სამუდამოდ სახლიდან მუშაობა რომ შეძლოთ?

ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ  ამერიკელების უმეტესობა მზადაა, მიიღოს შემცირებული ხელფასი, დათმოს დასვენების დღეები ან მეტი საათი დაუთმოს სამუშაოს, დისტანციურად მუშაობის სანაცვლოდ.

თეთრი საყელოს ინდუსტრიებში სრული ან ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის შემდეგ, დამსაქმებლები ცდილობენ დასაქმებულები ოფისში დააბრუნონ, მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტი აშშ-ში სწრაფად ვრცელდება. დასაქმებულების დასაბრუნებლად, კომპანიების ნაწილი სამსახურში დაბრუნების წვეულებებს მართავს და პრიზების გამოყოფს თანამშრომლებისთვის, როგორიცაა უფასო ლანჩი, ბავშვის მოვლის უზრუნველყოფა, ან თუნდაც იოგას უფასო გაკვეთილები.

ზოგიერთ დასაქმებულს ეს პერსპექტივა არ მოსწონს. Breeze-ის, სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით ჩატარებულმა ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი დასაქმებულების 65%, რომლებიც ამბობენ, რომ მათი სამუშაოები დისტანციურად შეიძლება გაკეთდეს, მზად არიან დათანხმდნენ ხელფასის 5%-ით შემცირებაზე სახლში დარჩენის სანაცვლოდ.

თუ გავითვალისწინებთ გადაადგილების ღირებულებას, ეს შეიძლება იყოს რაციონალური ფინანსური გარიგება. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაადგილების ხარჯებზე ხალხი თვეში ასობით დოლარს დაზოგავს სახლიდან მუშაობისას.

ონლაინ გამოკითხვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფირმის Pollfish-ის მიერ 20 და 21 ივლისს ჩატარდა, მოიცავდა 1 000 ადამიანის პასუხს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი დასაქმებულები არიან ან ეძებენ სამუშაოს, რომელიც შეიძლება შესრულდეს მთლიანად დისტანციურად.

გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ ისინი არ დათმობდნენ ხელფასის 5%-ზე მეტს, მაგრამ 15%-მა დაადასტურა, რომ მზად იქნებიან დათმონ ხელფასის 25% დისტანციურად მუშაობისთვის. თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ უარს იტყვის დასვენების დღეების მეოთხედზე, ხოლო 15% აცხადებს, რომ უარს იტყვის ანაზღაურებად შვებულებაზე, რათა შეძლოს სახლიდან მუშაობა.

ამასთან, ფირმამ ასევე ჰკითხა ადამიანებს რას გაცვლიდნენ დისტანციურად მუშაობაზე. ნახევარზე მეტმა თქვა, რომ ისინი უარს იტყოდნენ Netflix-ზე, სოციალურ მედიასა და Amazon-ზე ერთი წლის განმავლობაში. გამოკითხულთა მესამედმა ისიც კი თქვა, რომ უარს იტყოდა ხმის მიცემის უფლებაზე ყველა მომავალ ეროვნულ და ადგილობრივ არჩევნებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლისა ფიშერი