LIVE

ფრანგული ღვინის წარმოება წელს 30%-ით შემცირდება

07 აგვ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1462
ფრანგული ღვინის წარმოება წელს 30%-ით შემცირდება
Bloomberg

მას შემდეგ, რაც გაზაფხულის ყინვამ და ზაფხულს სველმა ამინდმა ყურძნის ჯიშების განადგურება გამოიწვია, წელს ფრანგული ღვინის წარმოება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცემა.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2021 წლისთვის წარმოება 32,6 მილიონიდან 35,6 მილიონ ჰექტოლიტრამდეა მოსალოდნელი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროგნოზი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 24%-დან 30%-მდე ნაკლებია.

ზაფხულის დასაწყისიდან სველი ამინდის გამო გამოწვეულმა დაავადებებმა ასევე იმოქმედა ყურძნის ჯიშებზე. თუმცა, სამინისტროს განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის პერიფერიის მიღმა მდებარე რეგიონებისთვის ყურძენი კარგი ზომისაა.

წელს ფრანგული ღვინის მთლიანი წარმოება, სავარაუდოდ, 1977 წლის დონესთან ახლოს იქნება, როდესაც მოსავალი ყინვამ და ზაფხულის ნალექმა ასევე დააზიანა. სამინისტროს თანახმად, სხვა კლიმატურმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წლევანდელ მოსავალზე და სავარაუდოდ, წინასწარი მაჩვენებლები გადაიხედება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხადიჯა კოსია