LIVE

სესხი 140 ათასზე მეტ მომხმარებელს გაუძვირდება

04 აგვ 202113:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 3280
სესხი 140 ათასზე მეტ მომხმარებელს გაუძვირდება

"საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 140 100 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაეზრდება. მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10%-მდე გაზარდა.

ორგანიზაციის ცნობითვე, 1-ლი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140 100 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რაც შეეხება მოცულობას, ამ ეტაპზე ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულია 7 მილიარდ 825 მლნ ლარის მოცულობის სესხი.

140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი მილიარდი ლარი. 

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ივლისის მონაცემებით 60 300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2 მილიარდ 868  მილიონი ლარია.