LIVE

ივლისში წლიური ინფლაცია 11.9%-მდე გაიზარდა

03 აგვ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
ივლისში წლიური ინფლაცია 11.9%-მდე გაიზარდა

"საქსტატის" ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა, რაც 2011 წლის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი).

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი).