LIVE

აშშ და ისრაელი ტანკერზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ

03 აგვ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1176
აშშ და ისრაელი ტანკერზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ
Bloomberg

აშშ-მა და ისრაელმა პირობა დადეს, რომ გასულ კვირას უპილოტო თვითმფრინავის მიერ ტანკერზე  თავდასხმას, რაშიც ირანს ადანაშაულებენ, აუცილებლად უპასუხებენ.

ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულმა მხარეებმა, ირანმა და ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაცვალეს საზღვაო თავდასხმების შესახებ. თუმცა, ხუთშაბათს ომანის სანაპიროზე განხორციელებული შეტევა, რომელსაც თეირანი უარყოფს, იყო პირველი, რომელსაც ეკიპაჟის რუმინელი და ბრიტანელი წევრების დაღუპვა მოჰყვა.

მსხვერპლმა სპარსეთის ყურეში დაძაბულობა კრიტიკულ მომენტში, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის და მსოფლიო ძალებთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე, კიდევ უფრო გაამწვავა.

რუმინეთი აცხადებს, რომ ირანის ელჩი დაიბარა, ხოლო ბრიტანეთი აგზავნის გუნდს ნავთობპროდუქტების ტანკერზე თავდასხმის გამოსაძიებლად, რომელიც ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

”არ არსებობს გამართლება ამ თავდასხმისთვის, რომელიც მიჰყვება შეტევების ნიმუშს და სხვა აგრესიულ ქცევას”,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ირანმა გასულ ხუთშაბათს თავდასხმისას "ცალმხრივი ასაფეთქებელი" დრონები გამოიყენა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ შესაძლოა, შეტევაში ერთი ან მეტი უპილოტო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არსალან შაჰლა და გვენ ასკერმანი