
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ არასდროს შეხვედრია Apple-ს პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით. მან ასევე გააკრიტიკა ტექნიკური გიგანტი App Store-ის საფასურის გამო და მას ინტერნეტზე გლობალური გადასახადი უწოდა.
Cook & I have never spoken or written to each other ever.
— Elon Musk (@elonmusk) July 30, 2021
There was a point where I requested to meet with Cook to talk about Apple buying Tesla. There were no conditions of acquisition proposed whatsoever.
He refused to meet. Tesla was worth about 6% of today’s value.
მასკმა ამ კომენტარით უპასუხა წიგნს, რომელიც მალე გამოვა და სადაც ნათქვამია, რომ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორ ტიმ კუკს მასკი 2016 წელს Tesla-ს გადაბარების შესახებ დაუკავშრდა. წიგნში ნათქვამია, რომ შეერთების საკითხზე მოლაპარაკება დასრულდა მაშინ, როდესაც მასკმა კუკს განუცხადა, რომ გარიგების ფარგლებში, მას სურდა შეეცვალა ის, როგორვ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი. Wall Street Journal- ის ჟურნალისტის ტიმ ჰიგინსის წიგნის "Power Play: Tesla, Elon Musk, and the Bet of the Century-ის" Los Angeles Times-ის მიმოხილვის მიხედვით, კუკმა მაშინვე გათიშა ტელეფონი.
”მე და კუკს არასდროს გვისაუბრია და მიგვიწერია ერთმანეთისთვის. იყო მომენტი, როდესაც მე ვთხოვე შეხვედრა კუკს, რომ მესაუბრა Apple-ის მიერ . რაიმე სახის შესყიდვის პირობები არ არსებობდა. ”- დაწერა მასკმა Twitter– ზე.მასკის მიხედვით, კუკმა უარი თქვა შეხვედრაზე.
"Tesla ღირდა დღევანდელი ღირებულების დაახლოებით 6%", - დასძინა მან
Apple-მა ასევე უარყო წიგნის სიუჟეტი და მიუთითა კუკის კომენტარებზე New York Times-ის პოდკასტში.
”მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ელონს, თუმცა დიდი აღფრთოვანება და პატივისცემა მაქვს მის მიერ შექმნილი კომპანიის მიმართ”, - აღნიშნა კუკმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ ტერნერი