LIVE

მასშტაბური ხანძარი თურქეთში - ქალაქები ტყეებთან მიახლოებას კრძალავენ

31 ივლ 202110:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 2059
მასშტაბური ხანძარი თურქეთში - ქალაქები ტყეებთან მიახლოებას კრძალავენ
Ozan Efeoglu/Anadolu Agency via Getty Images

მასშტაბური ხანძრის გამო თურქეთის დიდმა ქალაქებმა, მათ შორის სტამბოლმა, ხალხს ახლომდებარე ტყეებსა და ეროვნულ პარკებში შესვლა აუკრძალა. ხანძარი დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა და 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ცეცხლი მძვინვარებს ქვეყნის სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და აზიანებს პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს, მათ შორის, მანავგატაში (ანტალიის მიმდებარედ) 2300-ზე მეტი სახლი დაიწვა და ათასობით მაცხოვრებელი ევაკუირებულია. 

wildfires sweep Turkey

ხანძრის ჩაქრობაში თურქეთს რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული თვითმფრინავები ეხმარებიან. ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში სულ მცირე ხუთი თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 1,080 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძრის შესახებ შეტყობინება 60-ზე მეტი ადგილიდან დაფიქსირდა, რამაც შესაძლო საბოტაჟის შესახებ ეჭვი გამოიწვია. 

wildfires sweep Turkey

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა ცხელ და მშრალ ამინდს გამოეწვია. ტემპერატურა რეკორდულად მაღალია თურქეთის უმეტეს ნაწილში. “ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ განაპირობა საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდა დაახლოებით 1.1 გრადუსი ცელსიუსამდე პრე-ინდუსტრიულ დროში, რამაც გამოიწვია უფრო ძლიერი სიცხე”, - ნათქვამია კვლევებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ონურ ანტი