LIVE

ქართული ვისკი „კონსილიერი“ რუსეთის ბაზარზე გადის

03 აგვ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1324
ქართული ვისკი „კონსილიერი“ რუსეთის ბაზარზე გადის

სექტემბრიდან რუსეთში ქართულ საექსპორტო პროდუქციას ვისკი „კონსილიერი“ შეემატება. როგორც კომპანია „კონსილიერის“ დირექტორმა, ირაკლი ბედოიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თავდაპირველად რუსეთში 30 ათასი ბოთლის გაგზავნა იგეგმება.

„გადავწყვიტეთ, დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ საუკეთესო ვისკის მხოლოდ შოტლანდიაში და ირლანდიაში ამზადებენ. ყველა ტექნოლოგიის დაცვით, ქართული ვისკის ჩამოსხმა და რეალიზაცია წელს დავიწყეთ. ხელმისაწვდომი ფასისა და მაღალი ხარისხის შედეგად, ოთხწლიანი დაძველების „კონსილიერზე“ მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მაღალია. მინიმუმ ერთ თვეში „კონსოლიერი“ რუსეთში, პრემიუმ კლასის საფასო სეგმენტშიც გაიყიდება“,- აცხადებს ბედოიძე.

მისივე თქმით, ახლო მომავალში კომპანი ადგილობრივ ბაზარზე თაფლის ბურბონითა და ბრენდითაც იქნება წარმოდგენილი.