LIVE

ბიტკოინის ფასი $40,000-მდე გაიზარდა

26 ივლ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1400
ბიტკოინის ფასი $40,000-მდე გაიზარდა
Bloomberg

ორშაბათს ბიტკოინის ფასი კიდევ გაიზარდა და $40,000-ს მიაღწია. ზრდა, სავარაუდოდ, მოვაჭრეების მხრიდან ბიტკოინის ფასის შემცირებაზე ფსონებს და ასევე კრიპტოვალუტის სექტორში Amazon-ის პოტენციურ შესვლას უკავშირდება.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასმა 15%-ით მოიმატა და $39 681 შეადგინა, სანამ ლონდონში დილის 7 საათზე $38,600-მდე ჩამოვიდოდა. გაიზარდა სხვა ვირტუალური მონეტების, მათ შორის მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც.

კრიპტო სექტორში ზრდა გასულ კვირას Amazon-ის გამოაცხადებულ ვაკანსიას უკავშირდება ციფრული ვალუტის პროდუქტის ლიდერისთვის, რომელმაც გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ შესაძლოა კომპანიამ ციფრული მონეტები გადახდის ფორმად მიიღოს. ვარაუდი ემყარება ბიტკოინის სხვა ბოლოდროინდელ მხარდაჭერას, მათ შორის პოზიტიურ კომენტარებს ელონ მასკისა და Ark Investment-ის ქეისი ვუდისგან. შაბათ-კვირის განმავლობაში, უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასმა 50-დღიან მოძრავ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც შეფასებულია, როგორც პოზიტიური ტენდენცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი