LIVE

ინდოელების 2/3-ს Covid-19 გადატანილი აქვს

21 ივლ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1103
ინდოელების 2/3-ს Covid-19 გადატანილი აქვს
Getty Images

ეროვნული სეროლოგიური გამოკვლევის თანახმად, ინდოეთის ექვს წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 67% Covid-19-ით არის/იყო ინფიცირებული. სამედიცინო კვლევის საბჭომ (ICMR) ივნისსა და ივლისში 21 რეგიონში მცხოვრები 36 227 ადამიანი გამოიკვლია.

ინდოეთში ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების 31 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 400 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ახლა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად იკლებს და გავრცელების მაჩვენებელი 40,000-ზე ნაკლებია. მეორე ტალღის პიკში ყოველდღიურად, საშუალოდ 380 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ინდოეთში ექიმები და ექსპერტები მოსახლეობას მესამე ტალღის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ახალი ვარიანტები და ცნობები ხალხმრავლობის შესახებ ბაზრებსა და პოპულარულ ტურისტულ ადგილებში.

“მეოთხე სეროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს იმედის სხივი, მაგრამ თვითკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს. უნდა შევინარჩუნოთ Covid-ის შესაბამისი ქცევა”,- განაცხადა ICMR-ის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბალრამ ბარჰავამ.

სეროპრევალენტობა ნიშნავს Covid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას პოპულაციაში. კვლევაში მონაწილე 7252 ჯანდაცვის მუშაკიდან 85%-ს ანტისხეულები ჰქონდა.

მესამე სეროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთში ზრდასრული მოსახლეობის 21%-ს ჰქონდა ანტისხეულები.