LIVE

"საქართველოს ფოსტა" შვილობილი კომპანიის საკონტროლო პაკეტს ყიდის

21 ივლ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
"საქართველოს ფოსტა" შვილობილი კომპანიის საკონტროლო პაკეტს ყიდის

“საქართველოს ფოსტა” შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან კარგოს” საკონტროლო პაკეტს (51%-იან წილს) 3.5 მილიონ ლარად ყიდის. 

აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იქნება 2 წლის განმავლობაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საინვესტიციო თანხის მაგივრად შეიტანოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, ავტო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ინვენტარი, რომელიც საჭიროა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ბიზნესისათვის. 

ცნობისთვის, "საქართველოს ფოსტის" პრივატიზება, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, არაერთხელ დაანონსდა. ამასთან, როგორც ცნობილია, მოხდება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება.