
იაპონური კომპანიები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმომადგენლების გაგზავნის წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
Nippon-ი, Fujitsu და NEC-ი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ღონისძიებას გამოტოვებენ იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზატორებმა თამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარება გადაწყვიტეს. ოლიმპიადის გახსნას ასევე არ დაესწრება Toyota Motor-ის აღმასრულებელი.
Toyota ასევე არ გაუშვებს რეკლამას ადგილობრივ ტელევიზიებზე თამაშების დროსაც. მიდგომას იზიარებს საბურავების მწარმოებელი Bridgestone-იც.
იაპონიის დაპირება უსაფრთხო თამაშების ჩატარების შესახებ საფრთხის წინაშე დგება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო. ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორების მიხედვით, გახსნის ცერემონიამდე ოლიმპიადასთან Covid-19-ის 71 შემთხვევაა დაკავშირებული.
თამაშები იქნება პირველი თანამედროვე ისტორიაში, რომელიც მაყურებლის გარეშე გაიმართება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში ნაკამაჩი და იუკი ფურუკავა