LIVE

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა

20 ივლ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 886
ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ქვემოთ ჩამოვიდა. ყველაზე დიდი ციფრული მონეტის ფასი 4,1%-ით დაეცა და ლონდონში დილის 07:00 საათისთვის დაახლოებით $29,700 ივაჭრებოდა. მცირდება სხვა ციფრული ვალუტების ფასიც, მათ შორის სიდიდით მეორე ეთერიუმის. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი დაახლოებით 4%-ით შემცირდა.

ზოგიერთი მოვაჭრე $30,000-იან ნიშნულს აფასებდა, როგორც ძირითად საყრდენს, რომელიც დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, კრიპტოსთვის უფრო დიდი დანაკარგების მიზეზი გახდეს. ამ ნიშნულიდან შემდგომმა დიდმა შემცირებამ შეიძლება კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად შეარყიოს, რაც სხვა რისკის აქტივებზეც გავრცელდება, როგორიცაა მაგალითად აქციები. გლობალური აქტივებზე ეკონომიკური ზრდის შენელებისა და Covid-19-ის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების შიშები ნეგატიურად მოქმედებს.

ბოლო დროს ბიტკოინმა ბევრი შეფერხება განიცადა, მათ შორის ჩინეთის მარეგულირებელი ზომები და მისი მოპოვების პროცესში ენერგომოხმარების შესახებ შეშფოთება. ამას თან ერთვის ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის პროექტებში განხორციელებული პროგრესი, რამაც შეიძლება კერძო ციფრული მონეტების ფასი კიდევ უფრო შეამციროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი