ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, თუმცა საჰაერო თავდასხმას ზიანი არ მოჰყოლია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, მეორე კი ღია სივრცეში ჩამოვარდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის ვარაუდით, ინციდენტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ბეირუთის გრძელვადიან მმართველობით პრობლემებთან.
განცმა ლიბანი “მისი ტერიტორიიდან ტერორისტული საქმიანობის შესაძლებლობის მიცემაში” დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ისრაელი მას “შესაბამის დროსა და ადგილას” უპასუხებს.
“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ლიბანის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გახდეს უსაფრთხოების საფრთხე ისრაელისთვის. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ ლიბანში სტაბილურობის დასაბრუნებლად”,- დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.