LIVE

საქართველოდან ექსპორტზე $13 მილიონზე მეტი ღირებულების ატამი და ვაშლატამა გავიდა

19 ივლ 202114:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1230
საქართველოდან ექსპორტზე $13 მილიონზე მეტი ღირებულების ატამი და ვაშლატამა გავიდა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე
15,069 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის ღირებულებამ 13 მილიონ
322 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის
მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით
(67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ამასთან, ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსიში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).