LIVE

Zoom-ი Five9-ს $15 მილიარდად ყიდულობს

19 ივლ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
Zoom-ი Five9-ს $15 მილიარდად ყიდულობს
Bloomberg

Zoom-ი სატელეფონო ცენტრის პროვაიდერს Five9-ს $14,7 მილიარდად შეიძენს. მასშტაბური გარიგება მიზნად ისახავს გააძლიეროს Zoom-ის, როგორც პოპულარული ვიდეოკონფერენციის აპლიკაციის პოზიციონირება კონკურენტების წინააღმდეგ.

ხელშეკრულების თანახმად, Zoom-ი ძვირადღირებული გარიგებისთვის მზარდი ღირებულების აქციებს გამოიყენებს და Five9-ის ინვესტორებს A კლასის საერთო აქციების 0.5533 წილს გადასცემს. Five9-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდება Zoom-ის პრეზიდენტი, ხოლო Five9-ის მართვას საოპერაციო ერთეულის სტატუსით გააგრძელებს.

Zoom-ი, რომელიც პანდემიურ გარემოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეძებს გზებს, რომ ზრდა განაგრძოს, რადგან რიგ ქვეყნებში დასაქმებულები ოფისებში ბრუნდებიან, სასწავლო დაწესებულებები კი იხსნება. კომპანიამ განაცხადა, რომ ახალმა შენაძენმა შესაძლოა, $24 მილიარდიან ბაზარზე სწრაფად წაწიოს წინ, რაც ხელს შეუწყობს მას, კონკურენცია გაუწიოს RingCentral-ისა და Amazon.com-ის კლინტებს, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მომსახურებას. ერთ-ერთი ბენეფიციარი შეიძლება იყოს Zoom Phone, ღრუბელზე დაფუძნებული სატელეფონო მომსახურება.

Five9-ს ვებ-გვერდის თანახმად, მის მომხმარებლებში შედის Under Armour, Citrix, Athena Health და Lululemon-ი. გარიგება მიზნად ისახავს კომპანიებმა ერთმანეთის მომხმარებლებზე გაყიდონ პროდუქტები. 

Bloomberg-ის ორგინალური სტატიის ავტორები: ევინ ჩანი და დინა ბასი